პოეზია · ლირიკა
გამიქრა მარტი
გამიქრა მარტი, ანუ უმარტოდდავრჩი და მაინც ქარია ცივი,აღარც კი ვიცი, ვის განვუმარტომიზეზი გაბმულ ვარიაციის.აღმოცენდება ფიქრი ღივივით, -მძებნელი სიტყვის არარსებულის,რადგან ბგერების ჟივილ-ხივილითარის ეს გული გადავსებული.შენ რომ აქ იყო, ხომ მიშველიდი,როცა პატარა ხელს ჩამკიდებდი,გამექცეოდი მერე შველივით,გამოგყვებოდი ქვეყნის კიდემდი.ნაბიჯს გაბედულს თუ გაუბედავსცა გადაავლებს მზიან აკვარელს,ნაფეხურებში ბრწყინვა გუბეთა,აღარც კი ახსოვს კაცი ნაკვალევს.იბრუნებს სიტყვა სივრცეს პირვანდელს,გაიბზარება შიშით ბაგენი,ჩემი სიცოცხლე ვისაც მივანდე,ჩემივე გულში ძლივს მივაგენი.