პოეზია · ლირიკა
გამვლელი
იზრდება სიძველე, სუნთქვამ პალატებისდა გრილმა დუმილმა ხავსივით გაზარდაის ხსოვნა, აქვე რომ ყვავის შეუმჩნევლადდა გაოცებული აჰყურებს მანსარდას,რომელიც ძველ კედლებს შარშან დააშენესდა ცაცხვი დაბურულკენწეროიანიირწევა, როდესაც გაღებულ ფანჯრიდანდილის აკორდებით გამოდის როიალი.ივსება ჰაერი, ბგერათა რხევებიმაყოვნებს და სხვაგან არ მიშვებს,დღე დღეზე აწებეს, თუმცა გასულ დღეებსუჩანთ წარწერები, როგორც ძველ აფიშებს.ისინი აღწევენ დროში ახლანდელშიარასრულ ცნობებით, გაწყვეტილ ფრაზებით,ჩამქრალი თვალების ხელახლა გაკრთობით,ხელის მოძრაობით უცნობი არსების.თვლემენ ნაბიჯები მრავალჯერ ჩავლილი _მათი, ვინც ოდესღაც გვერდით ჩამიარა,ისინი აწმყოში ჩუმად შემოდიანდა აკვირდებიან პირმოკრულ ჩემ იარას.აწმყო უწყვეტელი, ჩემით რომ გრძელდება,უჩინარია და მახსენებს ამაყ დობილს,იგი კი დადის და ცვლის ყოველდღიურადსახეებს, იდაყვებს ფანჯრებთან ჩამოყრდნობილს.ქათქათა ღრუბელთა ზოზინა ქარავანი,ნიავის თამაში ჩრდილების ჰამაკთან,მგონი, აღარც მახსოვს თავი საკუთარი _ჩემივე ხელში რომ მრავალჯერ ჩამაკვდა.ვცხოვრობ სუროსავით, წლები ხომ სუროა,ბზარი დაუმალავს ასწლოვან კედლების,ბზარში კი ექოა, ზოგჯერ რომ იღვიძებსდა თვლები ბრუნავენ ჩაქროლილ ეტლების."გამვლელო, შეჩერდი!"– ჩამესმის შენი ხმა,ვჩერდები, სინანული არ ქრება, არც ღვივისდა ჩემი სიცოცხლის ნაყოფს გასაოცარსმოვწყვეტ სასაფლაოს უტკბილეს მარწყვივით.