↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვაგნერი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
მე მხიბლავს ეს ქანდაკება, ზღვა-აღმაფრენით ტყვემქნელი -ვაგნერი, წმინდა, ვით ზეცა და ბნელი, როგორც ქვესკნელი.ვაგნერი, დისსონანსების მშვენიერებათ შემქნელი,ნელი-ნელ მატყვევებელი, ამღელვებელი, მვნებელი.მე მესმის წყნარი შრიალით ქაოსი ქვეყნის შექმნის დროსდა აღმაფრენა შემქნელის, რომ ზეშთამგონელ წამს უსწროსდა სახე მელოდიების განცდით წამებულ-ვნებულიდა მესიზმრება გრიგალი ბოროტად მიძინებული.წარვლიან საუკუნენი და ყოველივე, რაც ხდება,ისევე წყნარი დუმილით დავიწყებაში გაჩნდება:მარად დამწველი ჰანგები ლოენგრინესი ცად მყვანის,მწუხარე ამონაკვნესი იზოლდასი და ტრისტანის,ამონაკვნესი, რომელსაც მომხიბვლელად ქმნის ზღვა-ვნება,ჰანგი ახალის ძიების, სიმღერა ვალკირიების -სამარადისო, დაუჭკნობ და წმინდა ძეგლად დარჩება.
1915
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი