↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფანტაზია (ფრთები რომ მქონდეს)

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
ფრთები რომ მქონდეს, გავსწევდი იმ მწვერვალს, საზღვრად დადებულს,იქ ქალწულ თოვლთან ვპოვებდი ბინას, მზით აფერადებულს.მე მსურს, იქ დავასადგურო ჩემი ოცნება და ქნარიდა ვკოცნო, ვკოცნო ღრუბლების ბაგე ალისფერ-ნარნარი.
ფრთები რომ მქონდეს, ეთერის შუქს თეთრსა და მოციმციმესმივცემდი გულში მწუხარე დაფარულ ფიქრთა სიმძიმეს.ქვეყნიურ ამოებისგან დამიფარავდა ცის კალთა,ალერსი ანგელოსების და მდუმარება მწვერვალთა.
ფრთები რომ მქონდეს, ზეცამდე ამაღლდებოდა თვით სული,რომ მომესმინა ხანდახან თეთრ ვარსკვლავების ჩურჩული,განვახლდებოდი იდუმალ და ნაზ სიზმრების მხარეში,მათთან, რომელთაც კვლავ უყვართ ლაღ არწივივით თარეში.
ფრთები რომ მქონდეს, მზისაკენ გავექანები ზღვის ნავად,ცის კაბადონზე დავსწერდი მსოფლიოს შესახედავად:„გიყვარდესთ“! - იქნებ ყველასი შეხვდეს ამ ნაწერს თვალებიდა შეიყვარონ, რადგანაც კაცნი არიან და ძმები.
ფრთები რომ მქონდეს, გავსწევდი იმ მწვერვალს, საზღვრად დადებულს,იქ ქალწულ თოვლთან ვპოვებდი ბინას მზით აფერადებულს;მე მსურს, იქ დავასადგურო ჩემი ოცნება და ქნარი;და ვკოცნო, ვკოცნო ღრუბლების ბაგე ალისფერ-ნარნარი!..
1915
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი