↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყვითელი ფოთოლი (ბავშვობისას)

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ბავშვობისას ყვითელ ფოთოლს მეძახოდნენ, ასე მახსოვს,მამსგავსებდენ სევდიან ფერს ვნების ტბიდან ამონაქსოვს...
თქვენ სცდებოდით, მეგობრებო, მაშინ იყო ჩემში გულიგაზაფხულით მოელვარე და სიცოცხლით აღგზნებული.
მაგრამ ეხლა გული არ მაქვს, შავი ჩრდილავს სიცოცხლის ბროლსდა თუ ვგევარ, მხოლოდ ეხლა, სევდის ფოთოლს, ყვითელ ფოთოლს.
მალე დაჰკრავს ქარიშხალი, წარმიტაცებს, გადამლახავს,სადმე ხრიოკს გადამიტანს და იქ მომცემს ობოლ საფლავს,
მხოლოდ ქარი შემოდგომის უსიცოცხლოს მეტყვის ზღაპარს -თუ ვითა ჰკლავს ყვითელ ფოთლებს, თუ ვით უსპობს თავშესაფარს.
1915
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი