↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თეთრი ლანდებით

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
თეთრი ლანდებით მოსავდა მთვარემაღალ აივნებს და შუშაბანდებს,ლანდები ნელა სცურავდენ, მხოლოდცაცხვის შრიალი აფრთხობდა ლანდებს.ბულბული ისე საამოდ ჰყეფდა,ისე საამოდ ფშვინავდა ველი!მთვარე ახალი იყო ქვეყანა,ქვეყანა იყო მთვარის ნათელი.ისე ღელავდა ტბაზე ლანდები,როგორც დადენილ ქარვის სვეტებიდა მათ სარკეზე მდუმარედ იდგახეების მკრთალი სილუეტები.ნისლი დაეშვა და შერჩა ღელესმომჯადოებელ ზღაპრების გამოდა უნაპირო ღამის სივრცეშიისადგურებდა ჩუმი მიდამო.მე მახსოვს: ჩემი გული იმ ღამესგამოუცნობი სინაზით სძგერდა,ცაცხვის შრიალი აფრთხობდა ლანდებსდა მეოცნებე სული იჭერდა.
1915წაღვერი
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი