↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზღაპრებიდან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
ქართული ოდის აივნის გვერდითმე მახსოვს მუხა,მუხიდან ტყისკენ ბილიკი ფერდათ,ვერხვები სწუხან.ტყიდან ოდისკენ ბილიკი მოდის,ახლოა მოლი.ამოდის მთვარე და ძველი ოდისიშლება ზოლი.სდგას აივანზე ლამაზი ქალი:მოწყენით ნუ ხარ.ტყე შრიალებდა, - იყო ტყის ძალი,შრიალებს მუხა.პირიმზე, ჰაა? ხედავ, პირიმზე!ამოდის მთვარე.ტყე განათლდება ქედზე - ირემზე,ვერცხლდება არე.რა საოცარი, რა საუცხოვოღამეა, გესმის?ვერხვის შრიალი, ამო და უცხოშრიალი გესმის?ო, ვარსკვლავებო, ო, თეთრო მთვარევ,მამა და დედა,გესმით თუ არა ჩემი მწუხარეოხვრა დღეზედა?ო, დამიბრუნე მე ჩემი გული,მშფოთარე ქარო,ჩემო მძლავრო ძმავ, შენი ერთგულივიქნები მარად.ო, გაიგონეთ ჩემი წუხილივარდებში რგული,ო, დამიბრუნეთ საბრალო გული,მოკლული გული.აღმოსავლეთო და დასავლეთოზღვებო, მიწებო,შენ, სამხრეთო, და შენც, ჩრდილოეთო,ჩემო ბიძებო.ხედავთ თუ არა წამებას ჩემსას?დაღლილ თვალებით.ო, შემიცოდეთ, ო, შემიცოდეთ.არ გებრალებით?ოკეანენო, მდინარევ, ზღვებო,შორო და ახლო,მოსიყვარულე ნათესავებო,მე მინდა ვნახო...ველ-მინდვრებისა და მთების ზოლო,ველი ნელებას.მომეცით გული, მოეღოს ბოლოსაშინელებას.სნეული ვერხვი ოხრავსსნეული, სნეული ვერხვი.
1915
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი