↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზღვა არის ჩემი ლექსების თემა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
ზღვა არის ჩემი ლექსების თემა,მოგაჯადოვოს ცამ, მთვარემ, გემმა.
მოქმედებდეს - აქ მძლე და მზიანი,პირველ ყოვლისა - ადამიანი.
სცადე ყოველი საგანი - მრთელითახსენო ლექსში მისივ სახელით.
მისივ სახელით, მისივ მარაგით,და არა რამე იგავ-არაკით.
მაგალითად - ზღვა. რას დაარქმევ მას?მის სახელს მხოლოდ, და უბრალოდ: ზღვას.
როგორ? - თქვენ იტყვით - ნიმფა, ნეპტუნიღირსია მისი, რომ დასდოთ წუნი?
ან და სახელი ნაზი: ტეფისი...რომ არ ახსენოთ, ღირსია მისი?
ანუ ნერეი, ან აფროდიტადასაწუნარი გახდა როდიდან?
თქვენთვის ეს ყველა დაკარგულია?დიაღ. ამოვშლი მე მათ სრულიად.
1931
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი