↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფარდების შრიალი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
დადის და აზმორებს...ხავერდებს, ხალიჩებს, ბნელ კარებსუვლის გარს -ისეთი სიფრთხილით!!იდუმალ შუაღამითბნელ ღამით -ჩუმად ვშლი რვეულებს.ოდნავ თრთის სანთლის ალი...სიჩუმეა.ის კუთხეში წევს გაუნძრევლად,ცივი თვალებით.შევხედავ, ვიგრძნობ: არსადა სჩანსგზა წინანდელი.ჩნდება -მწუხარება და ჟრუანტელი.ნელ ნაბიჯს შავი მიაპარებს -იდუმალება.სადაც ბავშური ძილით სძინავს -ჩემს ანგელოს დას(ჩემს მოგონებებს, პოეზიას!)სურს მოიტაცოს გაზაფხული!შეხედეთ! თურმე სად მალავდაველური ფიქრითავის ბასრ ბრჭყალებს...მე შეიძლება შეშლილი ვარ,და ავადმყოფი!ფარდების შრიალიმაახლოვებს მშვიდ სამეფოსთან,რომელსაც ქვია: მოლოდინიდა მღელვარება.ეს არის სული, დამწყვდეულიცისფერ ბადეში -და ნათელივით იტანჯებამისი თვალები.გარეთ მაისია.დაჰქრის დიონისესშვება უჩვეულო.გარეთ იასამანსბინდი ეფარება...ბაღი ედარებაცისფერ მოგონებას.და რად მაგონებს მშვიდ სამეფოსმდუმარებისასფარდის შრიალი?
1916
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი