↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძველი წისქვილი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
უცნაურ ბინდში გუთნეული მიყვება ჭალას,ქარი არ არხევს ოქროსფერი მინდვრების ჩალას.ამოდის მთვარე, სადღაც ქოხში იელვებს კვარი,იქ, სადაც არაგვს უერთდება მდინარე მტკვარი,სადაც ცვარი სვამს ზამბახების სავსე ფიალას -შეგვიანებულ გზით გაივლის ხევსური მწყემსი,და მისი სული ვარსკვლავების სულზე უვრცესიოცნებობს მთვარის სითეთრეში ვით ქანდაკება,მას თან მიყვება უბრალოთა მშვიდი განგება,ლურჯ ზღაპარივით ხავსი ფარავს დაწეწილ წისქვილს,წყალი იმტვრევა გადაკეცილ ბროლის რკალებადდა სინათლეში სილამაზით სავსე ალებიკოჭამდე თმებით შადრევანზე აირევიან,არის კივილი, მღელვარება, ცეკვა, სიცილიასი ათასი და მრავალი ათასი ალის.ამაოდ შიშით შეიშლება გვიანი სული.აღფრთოვანება - გაგიჟების ხმა არ შეწყდება -სანამდე რაშით არ წამოვა წმინდა გიორგი!ხმობა ნელდება, ცა ფითრდება და მზე ამოდის,წელში მოხრილი ზვირთივით დგას ძველი წისქვილი.
1916
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი