↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძველი წიგნების გვერდებს არეულს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
ხან გამწკრივებულს ზღვისკენ წეროებს,ხან მეოცნებე ხის კენწეროებს,ხან ღამეს, როგორც მძიმე ობობაწაიღებს დროთა ავადმყოფობა.და ბაღიც კვდება ძველად დარგული,ის ყველაფერს გრძნობს კვალდაკარგული.რა ქაოტიურ ბადეს ედები,სადაა, ბედო, ის იმედები?გაზაფხულისა გაჰქრა შვენებადა მიეფარა ნისლს სიზმარეულს,ძველი წიგნების გვერდებს არეულს -სდევს მხოლოდ წყევლა და შეჩვენება.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი