↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძველი რვეულიდან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95265 ნახვა

—
მიყვარს შენი სახელის უცხოეთში ხსენება,მოგონება ღრუბლების, მზე რომ ჩაესვენება.რაღაც შორეულია შენი კარგი სოფელი,ალუბლების ღიმილი და მზე დაუნდობელი.და ანთებულ თეატრში, სადაც მე ვარ პირველი,ხშირად აშრიალდება ტირიფების მწვერვალი.და მეძახის, მეძახის! და არ არის საშველი!და დაჰქრიან ფარდებში ოცნებებად აშლილი.
1919
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი