↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ციხის ნანგრევებთან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
საღამო წყნარი, არე მშვიდი და იდუმალი.უკანასკნელი შუქები ურჩი.გარინდებული ბილიკები და ალუბალი.ცა ლურჯი, ასე უსაზღვროდ ლურჯი.გემშვიდობებით, მშობლიურო ჩვენო გორებო,თქვენც, ნანგრევებო ციხის და ტაძრის,გემშვიდობებით! მეძნელება ეს განშორება,როგორც ლოდინი ბრძოლების მკაცრის...გემშვიდობები, მქუხარეო ზვირთო რიონის!ყურს ვუგდებ ხმათა შენთა ჟღერებას,რა ამბავს გატანს ჩემთან მთები კავკასიონის,უბედობას თუ ბედნიერებას?არ ვიცი იგი, მომავალი რას მექადება...რაზე საუბრობს ქარი ზეკარის?სამშობლო მხარე მე ბურუსში წინ მეხატება:ადამიანი ზეცას შეხარის.შორით მოისმის ცეცხლის ხმა და ხმალთა წკრიალიდა შეშფოთდება ოცნება, - სული;გადივლის თვალწინ ამღვრეული დროის ტრიალი,აღქაფებული, აზვირთებული.სამშობლო მხარე! ის გრიგალი მსურს მიუძღოდესფიქრს აღელვებულს და გულდამკოდავს,ჩემს მომავალში, დეე, მხოლოდ იმან უწყოდეს,ეს ჩემი გული თუ რარიგ შფოთავს.
მხოლოდ შენს ხსოვნას, ჩემს საშინელ მარტოობაში,მე არ გადავცვლი სხვა ნეტარ წამზე,სხვა სიტკბოებას მირჩევნია ამგვარ გრძნობაშისხვისთვის ფარული ცრემლი წამწამზე.გემშვიდობები... უკანასკნელს ვსვამ სადღეგრძელოს,მზე ჩადის, შუქი შუქს ეკონება.ამ ადგილებში შევხაროდი მთებსა და მდელოს.თან მიმაქვს სევდა და მოგონება.
1916
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი