↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცისფერი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95266 ნახვა

—
იწვება სული ხილვის ტაროსზე,როგორც პოეტის ნაზი თდეციმა,აფრა აშვებულ გემის აროზემისი მკაცრი ხმა ცივად ეცემა.
უყვარს თოვლივით ქაფის თამაში,მძიმე ოცნების ცაზე ატანა.მელანქოლიის ამ აკლდამაშიბედმა დიდება გამოატანა.
ვიცი: სამყარო მას მოსწყინდება.დარჩება ხსოვნა ყოფნას, დიონისს,და იშვიათად თუ მობრწყინდებასხვა საუკუნე გალაკტიონის.
ანგელოსები მას შეაფარდებსქრისტეს, რომელიც ჯვარზე გაკრულადა ცა კივილით დაუშვებს ფარდებსამ სააქაოს წყევად და კრულვად.
ჩამოისვენებს ბრძოლის დალევითქვეყნის სიშავე ნისლიან ფრთებზე.ძეგლი ცისფერი და ნამთვრალევიაიმართება მშობლიურ მთებზე!
1923
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი