↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენ რაღას იტყვი?

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ატყდა ვაზების კვირტი,ცრემლის დაგუბდა წყარო.სწუხდა ლიახვის ზვირთი, -შენ რაღას იტყვი, მტკვარო?
იყო ზვირთების შეხლა,თერგის ნგრევის და რიხის.შენ რაღას იტყვი ეხლა,მთებო მშობლიურ ლიხის?
მთიდან დაეშვა ღამედა დაიბინდა მდელო.შენ მაინც მითხარ რამე,ვრცელო ალაზნის ველო!
თრიალეთიდან ვნახეთღამის მსუბუქი ჭვარტლი.მე ვეკითხები კახეთს,თუ რაზე ფიქრობს ქართლი.
იქნებ მოისმენს გმინვასვინმე ჩუმი და ავი.ასე დაბინდულ მყინვარსზღვა რად შეღელავს შავი.
რაზედ ღრიალებს ფაზიდა ისტორიის ჩრდილისმზე ეფინება ნაზიქუთაისსა და თბილისს.
მაგრამ, თენდება. ყავრადმთებს ეფინება თებო.ჩემი სალამი, მძლავროკავკასიონის მთებო!
1916
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი