პოეზია · ლირიკა
მე დავიბადე
მე დავიბადე მზის ამოსვლისასდა დამყვა ვაი და ვიშიჩემში გამოკრთაჯიში მგოსნისაჩემში კაცისა გამოკრთა ჯიში.
მე დავიბადე როგორც სხვა ხნისა,სხვა ვარსკვლავზე და სულ სხვა მთვარეზე,როგორც იმედი ჩვენი სახლისასულ სხვა გზებით და სხვა ასპარეზით.
მე შფოთიანმა დღეებმა მშობეს,მე მშობა ქარმა,მშობა უკუნმაბედის ამარა ჩემს წუთისოფელსბოლო წყლულები ვინც განუკურნა.
ეპოქამ მშობაახალმა,მკაცრამადა დღემდე მივსდევ ბილიკს ფიქრიანს,ვინ ვარ,რა ვარ არ იცის კაცმაან დასაფქავად გულს რა მიყრია.
ვინც უნდა მეცნო ყველა ვიცანი,გადაღალულიც და დაუღლელიც,ამითომ რისხვა ვერ ავიცილე,ამიტომ მძიმე მადგას უღელი.
და არ ვიყუჩებ აშლილ სატკივრებსგულს რომ ვიბნევი სევდის ღილებით,როცა წარსული შემომაკივლებს,ისევ სალექსოდ დავერირები.
ისევ მივყვები სიმღერას გვიანს,როცა ფანდურის მწვდება ღუღუნი,დაძახილს ჩემსას ამითომ ჰქვიანლაღიდა ხანაც დასულწუხილი