↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მამულეთო დედულეთო

არაბული მინდია

2005-11-121 წთ საკითხავი6049 ნახვა

—
ყინულებით დაფარულოარწივთა საბუდარო,-გველეთო და ბუჩუკურთავხახმატო და გუდანო!
არაგვო და დათვისურავ,წყალო,კლდეტიტ ნაწუროჩემო საველგუჯაუროვ,ჩემო სამოგანძუროვ..
ბოროლავ და საქუხარავ,არწივებო,ორბებო,უჩემოდ და უიმედოდდარჩენილო სწორფერო!
ზენაჯვარო,ქვენაჯვაროდახავსულო ნიშებო,-სალოცავად მოსული ვარ,იქნებ რამე მიშველოთ.
გამიხსენით ყველა კარითქვენი მყუდრო ტაძარის,ისევ თქვენი ჯიშისა ვარ,მომდგამს თქვენი გვარ-ძვალი!
სულ სხვანაირ გზას მივკვალავვარ საწუთროს სხვა მგზავრი,მყავს თავისი სალოცავიმაქვს თავისი საგზალი!
მამულეთო,დედულეთოკერავ,აკვნის ნარწევო,უნდა თქვენად დარად დარჩესჩემი წილი სამზეო!
არაბული მინდია

არაბული მინდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი