↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მივაშუროთ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
სიცოცხლის ჩანგებს მივაშუროთ ისევ თასებით,მრავალ წყურვილთა გახელებათ გაათასებით...ტკბილი და მწარე... სულ ერთია... ცეცხლი მაგარი,საქართველოსთვის გრიგალია და ნიაგარი...მაგრამ ისინიც... ცეცხლი იყო მათი თვალები...ყველა ისინი მშვენიერნი იყვნენ ქალები!
ვთქვათ, ამომსკდარი მიწებიდან ზღვა დარხეული,თასი დღის ხმათა და კვლავ თასი ზამბახეული...ვთქვათ, ბრძოლა, ომი, ქარიშხალი, სახლი, გონება,ვთქვათ, ახალი დრო და ახალი გამოგონება,მაგრამ ისინი... ცეცხლი იყო მათი თვალები...ყველა ისინი მშვენიერნი იყვნენ ქალები!
1916
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი