↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მივდიოდით ალაზნის ველად

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
დაფიქრებული მივდიოდი ალაზნის ველადდა აი, თვალწინ გადიშალა ლურჯი იორი:მიეშურება ველთა შორის გაწოლილ გველად -უფრო დიადი არ მინახავს რამ მაგიერი;მაგრამ შვენებათ ციურთათვის მე არ მეცალა,ვეშურებოდი თელავისკენ, რომ გაძარცულიციხე-კოშკიდან საბურავი გადამეცალადა ნანგრევებში დამენახა ჩვენი წარსული.ვხეტიალობდი მთელი ღამე განწირულებით,ჩუქურთმა თითქო სიძველეთა იყო ხუნდები.შორით მოსჩანდა დაღესტანი ნისლის ქულებით,სამი დღის შემდეგ ისევ ტფილისს დავუბრუნდები.
1922
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი