↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ორი ზღვა შეხვდა ერთი მეორეს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
ორი ზღვა შეხვდა ერთი მეორეს,ერთი - ქარიშხლის, მეორე - მშვიდის,მათ აღტაცებით განიმეორეს,რომ დრო ახალი იმედით მიდის.ფეერიულ ნავს სცილდება კორდი,ამაყი ლორდი სდგას. დროა ძველი.ბაირონს უსმენს მერი ჩავორტიდა ფერადებში მისცურავს შელლი.ტალღები სთვლემენ, ვით შორი ბედიდა ნაპირებთან მისული ნავი,ზვირთებთან ერთად ოხრავს მილედიდა პოეზიის დაიძრა ზვავი.
1917
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი