↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქალის ქანდაკება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95266 ნახვა

—
მე დავივიწყებ ყველა სიკვდილს: პირველს, მეორეს...უკანასკნელი არ მოსულა ეროსის შხამი,გზა მიჰყვებოდა მიმოფანტვას უმეტეორესს,რომ თან წაეღო საუკუნის მრავალი წამი.
მხატვრის უგონო წყურვილივით დამრჩა სურვილი:გაუკვდავების გაწამებულ დღეთა გაგება!ოცნებას მხოლოდ სიყვარულით შემობურვილიდარჩა ბინდიან მოგონებად ეს ქანდაკება.
ბეჩავ! მოგიკლას გულმა გული, ბაგე დაგებასდა შემდეგ ასე დაივიწყო თვისივე ფრთები?დამშვიდებული თვალით ვუცქერ თეთრ ქანდაკებას...„რა ლამაზია!“ - ვიმეორებ და არ ვფითრდები.
მე მის წინ მიყვარს ზამბახების ფენად დაგება,მიმოქრის ოქროს ამურების ურჩი კრებული.ჩემთვის მარადი დუმილია აქ ქანდაკება -ისევე თეთრი, წარსულიდან მოტაცებული!
1917
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი