↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მიწა გამოჩნდა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
ხომალდს, რომელსაც ნაფოტივით ღუპავს ბუნება,რა იღუნება იქ მაღალი ანძების სვეტი,უხილავ ძალას უცდის პოეტიდა ქარიშხალის აზუზუნება.
მიარხევს ზვირთებს მრისხანე ბედი.არსად არა სჩანს სული უნებო,ვისაც არა-რაБ დარჩენია, სიკვდილის მეტი,და იცის მხოლოდ ერთი გრძნობა: არ დაბრუნება.
მაგრამ შენ როსმე გიგრძვნია? - არა!მის საძებნელად გავსწიოთ ჩქარა,სასოწარკვეთის დედამიწას ნება ვინ მისცა?
ბევრი ეძებდა მის ნახვას დღემდე,მაგრამ, შეხედეთ: ძიების შემდეგ!მიწა გამოჩნდა, მეგობრებო, ახალი მიწა!
1918
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი