↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შუადღის გულმოდგინება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
გულმოდგინებას შუადღე იჩენს,იფენს რა ენებს, ვით წითელ ინას.იწყებს ათასი ჭრიჭინა ჭრიჭინსდა ჰფხაჭნის ჰაერს, გაბზარულ მინას.განუწყვეტელი მათი კვარტეტიშუადღეს ათრობს მაისის ღვინით.ცის ულმობელი მშრალი ვარდეთიგადაფარულა თეთრი პინგვინითდა დასავლეთით ანთებულ ფერადსმალე საღამო აავსებს ლილით,ჩემი სალამი ახალ ქიმერას,თვალებამღვრეულს დასიცხულ ძილით.
1918ქ. ბათუმი
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი