↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აჰა, ბინდდება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95282 ნახვა

—
აჰა, ბინდდება. კვლავ დამესიამწყურვალებათა ფიქრი - ობობა,ყოველგვარ შხამზე უშხამესიაშეღამებებით ავადმყოფობა.თითები ელის საყვარელ თითებს,როს ფარდებიდან მიდის ზმანება,და ყოველ სახლში ღამეებს ითევსპიანინოთა ახმოვანება.რამდენი ქალი, მღერალი ქალიშეიმოსება ბინდით, დათვალე.აშრიალდება მრავალი ხალიდა გატაცებით ცა მოშავთვალე.რამდენს უეცარს ველოდი ამბორს,რამდენს ველოდი ფრთეებს აღსავალს,მხოლოდ ახალ წლის ბინდებში ამბობსმუსიკა თავის თავგადასავალს.წელს გადაიწვენს ხელი მინაში,თვალს მოულულავს კოცნის მკვეთრება,და, როგორც ლანდი ლოენგრინეში,ლანდს სიჩუმეზე შეევედრება.
1919
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი