↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ახსნა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95281 ნახვა

—
ღამეს ელვარე დღე შეუცვლიათქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია,დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი.
მომკალით! ყოფნა მაინც შუქიათქვენზე ამართულ სადღეგრძელოთა,შეხვედრა ენას ვერ შეუქია,შეხვედრა განა ასე გველოდა?
თქვენ გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ,ო, გაიხსენეთ, ამ სიტყვებს იქითრამდენი რამე ვერ აგიხსნიათვერც ჩუმი ცრემლით, ვერც ლალის ჭიქით.
რისთვის მიყვარხართ? მე არ მაქვს ნება!..მაგნაირ გულით და სინაზეთი...არის ამქვეყნად დაგვიანება -მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?
არის ამქვეყნად ვერხვი და სვია,არის ამქვეყნად სიკვდილი ქალით...ამ რევოლვერშიც არის რვა ტყვია,ერთს გაიმეტებთ: მე გთხოვთ, მომკალით!
1916
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი