↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხომალდი კაპზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95266 ნახვა

—
ის ერთს გულითადს მიჰყვება სურვილს,და ის სურვილი ჯერ არ ასრულდა,რომ მსოფლიო ცას წითლად მობურვილს,ცეცხლის ისრები სწვდეს დასასრულთა..
გაიბნა კვალი, ნისლივით გაჰქრაის ძველი სახლი, ის პაპის პაპა..ის შფოთიანი, ვით ძველი გაყრა,უამური დღე - დარდი და ჯაფა.
იმ ერთადერთი ძლიერ სურვილისმისის არ გვინდა ეხლა გაგება,იყო ზამთრების საშინელებადა ზაფხულების პაპანაქება.
მაინც მივაღწევთ გულითად სურვილს,როცა ხომალდი კაპზე აბია.თუმც ნაოჭები მოედო მის შუბლს,ვით საფლავის ქვას ეპიტაფია..
გულში მძლავრია სიფიცხე ცეცხლის,რომელიც ელავს უდიდეს მიზნით..ჩვენი ხუთწლედით, კიდევ ხუთწლედით,ინტერნაციონალით, სოციალიზმით.
1920
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი