↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხმოვანი კინო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
საღამო წყნარი. უღრუბლო სახეთახალი ღვინო.ოცდაათი წლის წინად რომ ვნახეთპირველი კინო.
ზღვა ხმაურობდა. ეს იყო ქვიშისხმოვანი ჯადო.მონტევიდეო, ლურჯი პარიზიდა კოლორადო.
მას შემდეგ ხანა ორად გაიყო -გული ამ გულში.(ეს ოცდაათი წლის წინად იყო,და არა გუშინ).
არ გაიარა მას შემდეგ ჯადომხანა წუხილის.ისევ ის განგი და კოლორადოვნახე წუხელის.
და ფრანგულის წილ (გზა უისროთა)როგორც სინანულს -ხმოვანი ფილმი სიტყვებს ისროდაამერიკანულს.
გაჰქრა მსუბუქი შრიალი ქვიშისალ-მოფერადო...მონტევიდეო. ლურჯი პარიზიდა კოლორადო.
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი