↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მდინარის პირს შუაღამით

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
მდინარის პირს შუაღამით ისმის ჩურჩული.ჩრდილი მთვარე იღალება თვალდალურჯული.
რა ვიცოდი - ისმის ქარში - ბედის მდურება,გადაბრუნდა უცებ ნავი... უბედურება!
დავიღუპე, დავიღუპე, - ისმის ჩურჩული, -რა მიხსნიდა, რა მიხსნიდა: ბედი თუ რჯული?
ოჰ, მერანმა თვალბნელ წყალში გადამისროლა,მომეზმანა შორეული ადამის ქროლა.
ცხენი მყავდა, ღამეს ჰგავდა მისი ფაფარი,დიდხანს ჰქროდა იგი ველად მიუსაფარი.
შევსცქერივარ ეხლა ტაძარს: თვალ-ალმაცერი,სადაც ღამით ვეჩქარები ჯვარდასაწერი.
მან, ციერმა, ჩემი ბედი იცის თუ არა?რომ ჩემს ზეცას ამნაირმა გზამ გადუარა?
დაიღუპა ჩემი სული დიდიხანია,ოჰ, რამდენი მოგონება ამიტანია.
და დავქრივარ ზვირთთა შორის როგორც ჩვენება.თან მაქვს თოფი და ლეკური ძველი შვენება.
ხან იქ, ხან აქ მიმაქანებს ქარი ბოროტი -ეს ჩემს თმებში იფრიალებს ქარი ბოროტი.
თვისთა შორის ასე ობლად უნდა ვიარო,და ბუზების მესმის ოხვრა სამგლოვიარო.
დაფერფლილი ლანდად რომ ჩანს - ჩემი ტანია,თევზმა დახრა ხორცი ჩემი დიდიხანია.
მდინარიდან ჩემი ძვლები ქარმა მოყარადა ძვლები კი ნაპირებზე მიყარმოყარა.
1920
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი