↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * არ გეგონა, არ ელოდი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95288 ნახვა

—
ციკლიდან „ეპოქა“
- არ გეგონა, არ ელოდიდა აი, მოხდა:არ მოხერხდა წყალისაგანღვინის გამოხდა.- მე მეგონა, მე ველოდიდა ველოდები,რომ სიმართლის ხეს ვერ მოგრეხსშხამის ტოტები.- თუ სიმართლე სიშიშვლეა,არა ნამუსი,გაიხადეთ, რად გჭირდებათტანისამოსი?- იგი სხვაა. შენ გგონია,თუ ჩვენ გვრცხვენია,ეს გრძნობებიც სიყალბეთადასაყრდენია?- არა, იგი გენიაასოფლის მფლობელი -ნათელ რწმენის და სიმართლისუარმყოფელი.- მე კი მძულს და მეძულებაყალბის ჩრდილება,ყველაფერი, რასაც ჰქვიამოტყუილება.- რა ამაოდ! ის სიყალბესიმართლესა ჰგავს..სხვას კი არა, თუ აჯერებმხოლოდ თავისთავს...- მაშინ როგორ დავარწმუნომე თავის თავი -რომ ეს თეთრი კი არ არის,არამედ შავი?რომ შენ ის ხარ, ვინც არა ხარ,დამარცხდე თუნდა,არ დარწმუნდე, არ იქნება,იძახო უნდა.სხვას ვამბობდე, როს სხვაგვარადვხედავ ცხოვრებას?ვით აიტანს დიდხანს გულიამ გაორებას?
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი