↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ალაზანთან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
მთვარეში შავი შრიალებს ჩალა.შავი ლეჩაქი დაეცა შარებს.დამშვიდდი. სძინავს ალაზნის კარებს.მთვარეში შავი შრიალებს ჩალა.შენს მოგონებას, როგორც ეს ჭალა,მთების დუმილი ამინანქარებს.მთვარეში შავი შრიალებს ჩალა.შავი ლეჩაქი დაეცა შარებს.დამშვიდდი. ტალღებს მიანდე ნავი.რაც დაიკარგა, ის აღარ მოვა.აქვითინების დრო მერე მოვა.დამშვიდდი. ტალღებს მიანდე ნავი.განწირულებას არ მისცე თავი,არ მოიზიდო ცრემლების თოვა.დამშვიდდი. ტალღებს მიანდე ნავი.ის - დაიღუპა. ის - აღარ მოვა.
1922
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი