↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აკაკის ლანდი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
მდუმარე მხარეს შორი მთებისასდახარის ღამე და ანდამანტი.იქ, როგორც ლანდი მწუხარებისა,გამოჩნდა მაღალ პოეტის ლანდი!თეთრი ჭაღარით მოსილი თმებიელავდა ელვის ელვა-ციმციმითდა მოხიბლული იყო მთიებიდიდებულ სახის ღვთაებრივ ღიმით.მძიმე და დაღლილ ფეხის ხმას გრძნობდანელი-ნელ მსვლელი ღრუბელი ჩუმი,და მოძრაობდა ღამის მნათობთააღელვებული ელიზიუმი.გრძნობდა თანაბარ მოახლოებასგანცვიფრებული და დიდი მთები,შეუცნობ-ხშირი შრიალით შეკრთამშობლიური ტყის მწვანე ზვირთები.მაშინ ბავშივით მიჩუმდა შქერი,შეწყდა მდინარეთ ზვირთების მღერა -მხოლოდ გრაალმა გზა მრავალფერინაპერწკლის დროშით ააელფერა.და საიდუმლო შუქით შემოსამიწყნარებული გზა იშვიათი:ჩუმად.. დაღლილი სანთლებით მოდისმწუხარე ლანდი... მაღალი ლანდი.ოჰ! ასეთია დღეს განსაცდელიდა არ დაგვტოვებს პოეტი ობლად,რომ არ აანთოს ისევ სანთელიდავიწყებული ხატის მახლობლად.იქნება ჩვენთვის, იქნება ჩვენში,იქნება ჩვენთან მარად და მარად!ჩვენი სიზმრების სიდიადეში,ჩვენის ფიქრების ლურჯ ნიავქარად.არ მოგვაკლებს მადლს და შუქს უსიტყვოსმისი, პოეტის, მაღლით ანთება.კურთხეულ იყოს, კურთხეულ იყოს.კურთხეულ იყოს ეს მოლანდება...
1915
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი