↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქალაქში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
ფანტასტიურო! დამაავადესშენმა სახლებმა და შენმა გზებმა!ცა, მარტოობა, სული თავადის,და ერთად ერთის მრავალთან შებმა.დამასნეულეს ფიქრებმა შენზე:ყრუ ხმაურობა, მზე გარი-გარი.ჰაერს მოარღვევს მარადი შემწეგრგვინვა და ქარი, გრგვინვა და ქარი.ადგა ქუჩაზე ქარი და მტვერი,ამოიზიდა ზმანება ზანტი.„ფრიდრიხ ადლერი, ფრიდრიხ ადლერი“, -ყვირის ხმამაღლა მანიფესტანტი.და ხალხი, ვისკენ ხელგაწვდილიააქ უჩინარი მრავალი მტერი,თითქო ძახილთან გადაზრდილია:ფრიდრიხ ადლერი, ფრიდრიხ ადლერი.ჰაერს ანათებს დროშა მრავალი.ადლერი, თითქო ამათში მკთოლვარს,შეუპოვარი გზებით მიმავალს,მინისტრს, ხალხის მტერს, უშენს რევოლვერს,„თავისუფლებას, ძვლებით მოკირწყლულს,აღარ შორდება ციხეთა ლანდი...რა დაიფარავს ავსტრიის სირცხვილს?“ -ყვირის ხმამაღლა მანიფესტანტი.ადგება მალე შუადღის სიცხე,აელვარდება მხურვალე დავა.მეტი სიფიცხე, მეტი სიფიცხე,ბედმა არვის არ უნანინავა.დაუგდე ყური გამურულ მჭედელს,რომელმაც შესძრა ყველა ტახტები:„ნუ ებჯინები ხავსიან კედელს,მოჰკვდები, მაინც გაპარტახდებიშენ, ვინაც მღერი ძველი მოტივით.ნაღმებში ჩადეს ენამჭევრობა,რომ აფეთქდები და ნაფოტივითაგისვრის ბედის დაუდევრობა“.ცხრება ქუჩაზე ქარი და მტვერი,აწ აღარა სჩანს ზმანება ზანტი.„ფრიდრიხ ადლერი, ფრიდრიხ ადლერი“, -სადღაც შორს ყვირის მანიფესტანტი.ფანტასტიურო! დამაავადესშენმა სახლებმა და შენმა გზებმა!ცა, მარტოობა, სული თავადის,ერთთან მრავალის განწირვით შებმა.
1923
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი