აღმოსავლეთში -ცეცხლმოდებული დღეა მკათათვის,იწვის აზია, იწვის აფრიკა.აჰა, შექმნილიმბრძანებელთა და მონათათვისსასახლე, ციხე, ქოხი, ფაბრიკახვეულად ჰქარგავს მრავალფერ ქარგებსმათ სხეულებზე, ვინაც ვნებიანსიმხურვალეთა სულის სუნთქვას არ აისარკებსდა „კულტურული“ ბორკილების ქვეშიმყოფებიან.ცხელი ცა სავსეა უთეთრეს კრავებით,რას ნიშნავს ასეთი დუმილი?სადნობი საკირე, ალმური, ღუმელიელვარე გადასაკრავებით.გადამწვარ ხრიოკებსმზე დაუნდობლად ხრავს, აწიოკებს.კლდეები სიცხისგან სკდებიან შუაზე,რღვევის და სიმწარის მოისმის ხათქანი,გველები გროვებად აცურდენ რუაზე,ყველაზე ბოროტი კი, ერთი მათგანი,გადაწვა მზისაკენ ცქერაში გართული,ეს მზერა აწვალებს მზეს, როგორც გენია,და ვიგრძენ, ამ თვალში თუ რაოდენიასიბრძნე წარმართული.სძინავს აღმოსავლეთს...გაფრენილ დღეებს ის არ მიჰკივა,ერთი და იგივე, ერთი და იგივემას ეფარება სიზმრების ღვარიდა მისი ძილი არის კოშმარი.სძინავს აღმოსავლეთს.ის მძინარე ქსოვს ხალიჩა-ფარჩას,ხატავს ყვავილებს და იალონებს,რომ ქსოვილები მშვენებად დარჩესისევ ევროპის მდიდარ სალონებს,მხარეს ურკინესს,როკფელერს, სტინესს.ზის კრეზი ევროპის,არა ერთს იგონებს მშვენიერ ელენეს,მრავალი ძვირფასი ახსოვს ასპაზია,ქალები პარიზის, ხსოვნა მიტელენის,მცხუნვარე აზია,შენი, კლეოპატრა, შიშველი მკლავები,ოხვრა, მესსალინა, ისევ შენეული,უფრო ენთებიან ცაზე ვარსკვლავები,აღმოსავლეთისგან მათთვის შელეული.რამდენს მეტყველებენ ვარდნი უენონიფიქრი ოაზისზე ალთა მონთებისა,დარჩა სამუდამოთ დრონი მენტენონის,დარჩა მენუეტი ლოლა მონტეზისაევროპის კრეზისთვის.სძინავს აღმოსავლეთს.იგი უგრძნობლად იღებს ფერადებს,მაგრამ თვალები,თვალები მიდის ეფემერამდე,მხარისკენ,სადაც სანიშნო ბურთადმიწა აბოლდა, კვამლი ედება,სადაც სურვილი გაუდაბურდადა აღარ არის თავგამეტება.ღრუბელთა წყება ცაზე აჩქარდა,დარიგდენ მთების მწყობრი რაზმები,ყინვა მოსხმული გუნდი ლაშქართა,ღრუბლების კონკი და ფანტაზმები.თეატრებია დიდი, პატარა.ბრწყინავს კაბარე.კინემატოგრაფს შემოატარასული გარყვნილი და მომთაბარე.ბრწყინავს რეკლამა,ნერვებს აწვალებს,აგერ საეჭვო გამოჩნდა დამა,შანსონეტკები იფერენ თვალებს,იქ ოპერეტა, აქ კიდევ ფარსი,იდუმალებით სავსე პიესა,აქ ყველაფერი მოდუნდა ბასრი,სიცილშიც ჩუმი მოისმის კვნესა.მხოლოდ ლორნეტებს მომეტეორესმწარედ დაღალულ თვალს აფარებენ,თავს აწონებენ ერთიმეორეს,სხედან, დადიან, ან ამთქნარებენ.ვინ იცის, გრძნობენ თუ არა გრძნობით,რომ სულ ახალი დროის ჰამლეტი -მოჯადოებულ ბურუსში მყოფი -დგება, იღვიძებს აღმოსავლეთი.მას არ აშინებს ცეცხლის ფანტელიდა მუხლებამდე ქვიშა სადები,არც უდაბნოის კორიანტელი,არც მომავალი ბარიკადები.დახეტიალობს ცეცხლის ამურიმოულოდნელი სიმხურვალეთი,მან მოიარა ყველა ქვეყნებიდა ინახულა აღმოსავლეთიც.ცეცხლის ამური და ტყდომა ღერის,თავისუფლების ნაზი ფერია,მღეროდა მასზე და ეხლაც მღერის,როგორც არავის არ უმღერია.და თუ მოვიდა გრიგალი ისევდა გაზაფხულის ველი მოლია,ის სიცოცხლისთვის იბრძოლებს ისე,როგორც არავის არ უბრძოლია.დაარტყამს ქარი და მოგზაურიბაწარზე წავა, როგორც ობობა,დაიძვრის ქვეყნის აურზაურიდა აღელვებათ ავადმყოფობა.ის მიისწრაფვის და ეჩვენება,რომ სულ ახლოა ბედის ხომალდი,მუქარა, წყევა და შეჩვენება,თავისუფლების მზემდე, ბრძოლამდი,ო, რა საამოდ სულს ეფერება.ცეცხლით იწვება ქვეყნიერება...და, აი,იფეთქა რევოლუციამ...აღმოსავლეთით და დასავლეთითისმის ლოზუნგი:ომი ომს!
აღმოსავლეთით და დასავლეთითეომება ომს -საბრალო ჯარისკაცი,დაღალული ჯარისკაცი!
1924