↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აყვავილებულ ველებს სალამი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
აყვავილებულ ველებს სალამი!აქ ნაცნობია ჩრდილი ყოველი,ტბების ვარდები, ფშნების წალამი -სიტყვები გულზე დასაქსოველი.უფლება აქვთ, რომ თვლიდენ თავისად,როცა არ უნდა ჰქონდესთ უფლება,მაშინ მთებს ისევ უუკვდავესადშუბლი მოწყენით მოეღრუბლება.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი