↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქაჯები, ალები, ჭინკები

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
გაჰქრა ლანდების ქარი მრავალი:ხარხარით ტბიდან ამომავალი,ალი მომაღლო.
ქაჯებს არ მალავს მსუბუქი ჯაგი,მგზავრებს არ უცდის სული ვერაგიმდინარის ახლო.
ჭინკები მცირე ეშმაკის ტანის,დასაბამიდან მტერნი წმინდანის,არ იჩქარიან,
და არ დაჰქრიან, როგორც ზღაპრები,ცოცხები, ბზები და თავსაფრებიღამეს მთვარიანს.
ფრთიანთა გროვა იღლიის წამლითარ ტირის სოფლად ნაპოვნ ფეშტამლით,როგორც გოგონა.
და ავი თვალის შელოცვით მკვდარი,არ უცქერს, როგორ ელავს საყდარი -ჭიაკოკონა.
უჟმურთ ჭაობში ცვრით დანამულიაღარ გაისმის ეს ჟრიამულიგაჰქრა შაბაში!
არ სწვავენ ფიჭვებს, არ სცემენ ზარებს,გამტყდარი ზარი არვის აზარებსსადღაც შორს, მთაში.
გათენდა, მორჩა. დაიწყო დილამსხივების თოვა
და გაიფანტა უსივრცობაშიჭინკების გროვა...
1925
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი