↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქებათა ქება ნიკორწმინდას

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2010-08-122 წთ საკითხავი106461 ნახვა

—
მაქვს მკერდს მიდებულიქნარი, როგორც მინდა.ჩემთვის დიდებულისხივი გამობრწყინდა.მკვიდრად ააშენა,ვინაც ააშენადა ცით დაამშვენადიდი ნიკორწმინდა.
გზნებით დამკარგავიგრძნეულ ჩუქურთმებით,ქარგით დამქარგავინაზი შუქურთმებით,ნეტა ვინ აზიდა,ან როგორ აზიდა,რა ხელმა აზიდამაღლა ნიკორწმინდა!
რა განძი გვქონია,რა მხნე, რა მდიდარი,ჟღერს ქვის ჰარმონია -დარობს რამდი დარი.კარგად გამოჰკვეთა,ვინაც გამოჰკვეთა,სიბრძნით გამოჰკვეთამძლავრი ნიკორწმინდა.
აქ რომ თაღებია,სვეტთა შეკონება,ისე ნაგებია,სიზმრის გეგონება.ნეტა ვინ ააგო,რა ნიჭმა ააგო,რა მადლმა ააგოსვეტი - ნიკორწმინდა!
ვგრძნობ, ვით დიადიათორმეტი სარკმელი,ხაზებში ანთიაცეცხლი მისარქმელი:ნეტა ვინ აანთო,რომ გრძნობით აანთოდა წლებს გადაანდონათლად ნიკორწმინდა!
ხვეულთ დიადებავხედავ - რა უხვია,დრომ მას დიადემაკრძალვით შეუხვია.ნეტა ვინ მოჰქარგა,და როცა მოჰქარგა,შიგ მიჰკარგ-მოჰკარგაგზნება - ნიკორწმინდა!
მკვეთრი და მოქნილიხაზთა დასრულებაარის ამოდქმნილინატვრის ასრულება.ეს ის სიმკვეთრეა,ეს ის სიმდიდრეა,რაითაც მკვიდრიაძეგლი - ნიკორწმინდა!
შენის სულმნათისადასვლა ეროვანი:ყელი გუმბათისამაღალღეროვანი,ცამდის აღერილი,ნებით აღერილი,სათნოდ აღერილი,გშვენის, ნიკორწმინდა!
მზერა ქართულიასივრცის დაუნჯებით,თვალი გართულიაფრთიან ფასკუნჯებით:ფრთები, ფრთები გინდა,კიდევ ფრთები გვინდა,გინდა დაეუფლოსივრცეს ნიკორწმინდა!
შენ ფრთამოღუღუნესჟამთა სიმაღლეზე,ჩვენი საუკუნეგიცავს, უახლესი.მძლავრი ხელოვნება,ხალხის ხელოვნება -ბრწყინავს საქართველოსქებად ნიკორწმინდა!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი