↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აგერა! აჰანდე!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95283 ნახვა

—
აგერა! აჰანდე! სულის შემხუთავი ქარი უწყალოდ კვნესის,დასასვენებელ კუთხეს ეძებს თავგადაკლული.მიაქვს იერიში, მედგრად ეხეთქება, რომ შეიჭრას და შეანგრიოს.ბზრიალებს თითისტარი... აგერა! აჰანდე! ნაკვერცხლებმა გადიკრესფერფლი.„დაილოცა სოფელი! სოფლის ჭირიმე! რაა ქალაქი?“ქალაქი? მჭამელი და მაინც მშიერი. აგერა! აჰანდე!ბუხარში ცეცხლი გრიალებს. ისმის სიმღერა:„კაცის გული ისეთია,ვით მორევი შავი ზღვისა,რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,მაინც ენატრება სხვისა“.
1925
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი