↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აგერ გამოჩნდა ვარშავა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
აგერ გამოჩნდა ვარშავა.უკან მოგვჩხავის ფრინველიკლანჭ-დაბასრული, ფრთაშავა,ცივი ხმით გულგამყინველი.
ან თხრილებია, ან განახრამია მსგავსი სამარის,ხრამში აგდია მანქანა,შეხედეთ, აბა, ეს არის?
მანქანებს რომ ეფერებაშრომის გუგუნი ზვიადი,ეს არის ბედნიერებაგანუსაზღვრელი, დიადი.
თუ, როგორც გრგვინვა ქარისა,წინ მიდის ჩვენი დროება,ამისი შესადარისი -ჯილდო არ მოიპოება.
მზე, არა გამათხოვრება!პირდაპირ, არა გან-განა!თორემ ეს არის ცხოვრება?ეს დამსხვრეული მანქანა?
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი