↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უბინაო ბავშვები

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
დღეები თოვლით გადიბაღებადა როგორც თავზე ხელის აღება,ფანტასტიურმა მოჯარა გემმაბავშვების გროვა, მთელი ბოძემა.ო, განწირულო და დაღუპულო,ო, უბინაო, უგზო, უფულო,არც სამოსელი, არც ხელთათმანი,ფეხსაცმელებში მთელი ბათმანითოვლი და წვიმა. ღრმა გულისცემა...როგორც წვიმაში ნაზი სუმბული,იგი დგას ცრემლში ამოწუმპული,ძაღლებიც მათ ბედს არ შენატრიან,მაგრამ გაისმის დილაადრიანმათი თამაში, ხმაური, ცემა.იერიშებზე მიდის ბოგემა.
1925
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი