↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * გული სავსეა იმავ ჩრდილებით

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95290 ნახვა

—
გული სავსეა იმავ ჩრდილებით,მე ისევ ისე იმ ბაღში გიცდი,უბრალო ვარდით და ყვავილებითგატაცებული, როგორც არტისტი.გადმოაშუქე, გულო, მზეები,ეს მინდორია, ეს მდინარეა,ჩემი მზე, ისევ უბოლო გზებიდა ბეატრიჩე პორტინარია.ინფანტებისა გაცივდა კრებადა მუმიები თბება ამ მზეზედა თვითეული არჩდილი ჰქრება,როგორც ტუტმესი, როგორც რამზესი.
1925
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი