↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხელში მიჭირავს

გრუზინსკი პეტრე

2026-07-181 წთ საკითხავი3296 ნახვა

—
ხელში მიჭირავს ჩემი გულივით დაცლილი თოფი,ძლივს ავიარე ხევ-ხევ ბარდები,და თვალს ვაყოლებახალდაჭრილ ფრინველის ფრენას,შენც ამ დაჭრილი ფრინველივით წახვედი ჩემგანდა ალბათ სადმე ჩამოვარდები....დღეს მარტო დავრჩი და უნებურადვიხსენებ მე შენს ცრემლიან თვალებსდა ვერ მივმხვდარვარ,ასე იოლად როგორ გაგცვალე.არ დაიდარდო,მეცა მცვლიან,მეც სხვას ვეცვლები...და რომ შემეძლოს დაბრუნება,ისე, როგორც ბრუნდებიან უკან მერცხლები _ძალა რომ მქონდეს,მე მხოლოდ შენთან დავბრუნდებოდი _დავბრუნდებოდი, უეჭველად დავბრუნდებოდი.მაგრამ რა ვქნა, რომ გული არ მომდევს,ამ სიჯიუტემ მოსვენება აღარ მაღირსა.უკანასკნელი მოჰიკანი ჩემი გვარისაუკან დახევას ვერ გადავიტან,ვეღარ დავიწყებ წარსულს თავიდან...ხელში მიჭირავს ჩემი გულივით დაცლილი თოფი...ირგვლივ _ ბარდები...მე თვალს ვაყოლებახალდაჭრილ ფრინველის ფრენას,რატომღაც მჯერა,ამ ფრინველივითმეც მალე სადმე ჩამოვვარდები.
გრუზინსკი პეტრე

გრუზინსკი პეტრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი