↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წადი

გრუზინსკი პეტრე

2026-07-181 წთ საკითხავი3292 ნახვა

—
წადი, ვიცი, შენც მოგბეზრდაუმიზეზო ჩემი სევდა,წადი, წაჰყევ, ვისაც ენდო,წადი, მაგრამუკან აღარ მოიხედო.წადი, მაგრამ თუ სინაზესხვაგან ჩემი ვერა ნახო,არასოდეს დამიძახო.წადი, წადი, ვიცი უკვესხვაგან ეძებ შენ სანუკველს,წადი, მაგრამ ესა გწამდეს,წადი, მაგრამ ეს იცოდე,თუ არავინ არა მგავდეს,თუ არავინ არ იწვოდესჩემი ცეცხლით,ჩემი ალით,თუ არავინ არა გწვავდესშთაგონების სიმხურვალით,არასოდეს მომიგონო,არასოდეს, არასოდეს,თუ გინდ გულში ქარი ქროდესუმძიმესი მოგონების,თუ გინდ ცეცხლი გწვავდეს ვნებისარასოდეს მომიგონო, არასოდეს,გესმის, გესმის?
გრუზინსკი პეტრე

გრუზინსკი პეტრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი