პოეზია · ლირიკა
ცა ლურჯი
ცა ლურჯი, ლურჯი...ზღვა ლურჯი, ლურჯი...თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯითლურჯად შეღება ზღვაცა და ზეცაც.ამ სილურჯეში იძირება თითქოს თვით მზეცა,მზე ოქროსფერი.და ვერ გავიგე,ზღვაა ცისფერი თუ ცა _ ზღვისფერი...მზე გეფერება თუ სუნთქვა ზღვისა.ისევ ჩემი ხარ თუ საოცრად მცხუნვარე მზისა,რომ დაგიკოცნა ტანი შიშველი...ღმერთი გიშველის _ღალატშიც და ერთგულებაშიც,ღმერთი გიშველის.ცა ლურჯი, ლურჯი...ზღვა ლურჯი, ლურჯი...თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯითლურჯად შეღება ზღვაცა და ზეცაც,ფიქრიც და შენცა...მოუთმენელი სიო გადაგხდისსილურჯის საბანს, ციდან მოხეულსდა როგორც ვნება,მზე დააცხრებაშენს შიშველ სხეულს.... . . . . . . . . . . . . .ცა მუნჯი... მუნჯი,ზღვა მუნჯი... მუნჯი,ყველაფერი საოცრად ლურჯი...