↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი სიცოცხლე მიიწურა

გრუზინსკი პეტრე

2026-07-181 წთ საკითხავი3290 ნახვა

—
ჩემი სიცოცხლე მიიწურა,მწუხრი ახლოა,აქ, ამ ქვებს შორის,სადღაც ჩემი სამოსახლოა.მალე, სულ მალე,აღიმართება პატარა ჯვარი,უბრალო, სადა,და ჩემს სახსოვრადსააქაოს სხვა არაფერიარ დარჩებაამ ჯვარის გარდა.ეს ლექსი მაინც შეინახემოსაგონებლად გარდასულ დღეთა,შენ ხომ სულ ბავშვი მოხვედი ჩემთან,გახალისებდა შრიალი ხეთა...შენ არ იცოდი, რა არის სევდადა სავალალოდ, პატარავ, ჩემდა,ნაგვიანევად მოსულო ჩემთან,შენ მაგრძნობინე მე სიმძიმე გარდასულ დღეთა...
გრუზინსკი პეტრე

გრუზინსკი პეტრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი