↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შიშში აღზრდილი

გრუზინსკი პეტრე

2026-07-181 წთ საკითხავი3320 ნახვა

—
შიშში აღზრდილი,უნდობლობაში დაკაცებული,ციხის მუქარით გაწამებულიმე მეცოდება კასტრირებული ჩემი თაობა,ვისაც ღალატად უთვლიდნენ სინდისსდა უმეცრებად _ გამბედაობას.სხვისი ბრძანებით ნამღერი ჰიმნით,სხვისი კარნახით წაკითხულ წიგნით,დობერმანივით ერთნაირი გარეთ თუ შიგნითმე მეცოდება კასტრირებული ჩემი თაობა.ან გაყიდული სულით ხორცამდე,ან ციხე-ციხე ნათრევ-ნაცემი,ან დარდით ღვინის კასრში ჩამხრჩვალი,ან ჩინ-მედლებით სავსე, გამცემი.რაც მქონდა წმინდა _ყველაფერი სულში დაობდა,თან მეზიზღება, თან მეცოდებაჩემი თავიც და ჩემი თაობაც.რა გააჩნია, რა დატოვოს, რა გაიხსენოს,პირუტყვის შიში, გადამდები სენი _ საზარი,თუ თავის ლანდი ცისფერ ქუდით, რუხი მაზარითდა სასაკლაო უზარმაზარი,თუ თავის ყოფის სირცხვილი და არარაობა?!მე მეცოდება კასტრირებული ჩემი თაობა.დღეს თამაშია ვნებათა ღელვის, მხოლოდ თამაში,გრძელი, გაბმული,სურვილი იმის, რაც სულს აკლია,ეს სპექტაკლიაცუდად დადგმულიდა ყალბი ასლი სინამდვილისა.ქალები _ ბერწი,ვაჟი _ ცვედანი,აი, დედანი...ჰეი, მსაჯულო, მომავალო უმაღლეს რანგის,სანამ მსჯავრს დასდებ ჩემს თაობას,აქ სუნმა რომ არ შეგაწუხოს, მთვარეზე ადი _იქიდან უფრო შორს იქნება ეს დედამიწადამპალი სისხლით და ათაშანგით.
გრუზინსკი პეტრე

გრუზინსკი პეტრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი