↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყური დაუგდეთ

გრუზინსკი პეტრე

2026-07-181 წთ საკითხავი3298 ნახვა

—
ყური დაუგდეთ ძველთა ნანგრევთაუხმო კვნესას და უხმო გოდებას,ის, რაც იხილეს ამ ქონგურებმაარასდროს აღარ განმეორდება.დგანან ამაყად მკერდშენგრეულნიდა იხსენებენ წარსულს ნისლიანს,ყველა გოდოლზე, ყველა კედელზემამა-პაპათა წმინდა სისხლია.და თითო ლოდი ხავსმოდებული _ძველ მატიანის თითო ფურცელი _უნდა გადავცეთ ჩვენს შვილთაშვილებსწასაკითხავად ისევ უცვლელი.იმათაც დახვდეს ციხე რუხისა,ვარძიის მღვიმე _ დიდება ჩვენი,მათთვისაც რეკდეს ძველი გელათი,სვეტიცხოველი და ზედაზენი.დაე იცოდნენ: ყველა ნანგრევიდღესაც გუშაგობს წარსულს ნისლიანს,ყველა მათგანზე მამა-პაპათაჩვენთვის დაღვრილი, წმინდა სისხლია.
გრუზინსკი პეტრე

გრუზინსკი პეტრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი