პოეზია · ლირიკა
რაღაცა მოხდა
რაღაცა მოხდა,იდუმალი, გაუგებარი...რაღაცა მოხდა...გაიბზარა რაღაც ჩვენ შორისდა ყოველ ღამესიზმრად მესმის კივილი ჭოტის,ასე მგონია,ფეხაკრეფით ვიღაცა მოდის...ვიღაცა მოდის...ვიღაცა მოდის...ვიღაცა მოდის...მესამე მოდის...მოდის კანონი, კანონის ძალით,მისი სახელით.მოდის ცივი და მოდის თავხედი;მოდის და მოდის...მოდის და მოდის...სადა და როდის,სად გავიგონემე პირველად კივილი ჭოტის?!ვიღაცა მოდის...ვიღაცა მოდის...ვიღაცა მოდის...უცხო, ზედმეტი...რაღაცა ხდება გაუგებარიდა ითელება გული მგზნებარეკანონის ძალით.კანონს მიჰყვება მორჩილი ქალი;მე ვდგავარ მთვრალი,როგორც ყოველთვის,სუნი დგას მძორის...რაღაცა მოხდა...გაიბზარა რაღაც ჩვენ შორის.
ვიღაცა მიდის...ვიღაცა მოდის...მე ისევ მესმის კივილი ჭოტის!