↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფიქრები საქართველოს რუკაზე

აბაშიძე გრიგოლ

2026-07-181 წთ საკითხავი6576 ნახვა

—
შენს რუკას შენი ბრძოლების სარკეს,წეწდა და გლეჯდა ბედი წყეული,ძონძებს ჰგავს შენი მიწა-წყლის თარგი,დაფლეთილია შენი სხეული,
ბაღ-ვენახიანს, ციხე-ტაძრიანსშენს სამხრეთს ხურავს ცა გაუხსნელი,მავანს და მავანს მიუტაცნია,სხვათა და სხვათა ადგას უღელი.
რაც დღემდის მოგყვა, რაც შეგრჩენიაკოდორიანი, ალაზნიანი,თუმც შენი ჰქვია, რაღა შენია,ისიც გამხდარა სხვათა ზიარი.
მუხას წააქცევს, ლერწამს კი არა,პირალესილი ამდენი ცული,რა მოგიშუშებს ამდენ იარას,რამ მოგირჩინოს ამდენი წყლული!.
და რომ გეხვევა ღრუბელი ბნელიშორიდან როგორ გიყურო მშვიდად.ნუთუ დამხობა ჩვენს დროში გელის,დაუდევრობით შენთავე შვილთა!?
არა, შენ წელში ისევ სწორდები,რომ კვლავ წამოდგე ბუკით, ნაღარით,ისევ იწევენ მზისკენ ყლორტები,შენს ძველ ფესვებზე უხვად ნაყარი.
დიდება ამ დღეს, დიდება ამ დღეს,ბორკილი ეგდოს ძირს დამსხვრეული,ლაზარესავით, ხვალ ისევ აღდგესდღეს დაფლეთილი შენი სხეული!
აბაშიძე გრიგოლ

აბაშიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი