↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ამ ბნელი ღამით

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95285 ნახვა

—
ამ ბნელი ღამით ვიღაც დადის საქართველოში.ამ ბნელი ღამით ვიღაცა კვნესის.
ვახსენოთ ჩვენ ის უკანასკნელ სადღეგრძელოში.სადღეგრძელოში ვახსენოთ ჩვენ ის.
ამ ბნელი ღამით სადღაც ისმის ხმა დაირისა.თვალი მევსება ცრემლების ნამით.
უკვე ცისკარმა შორი მთები დააირისა...ის კი... კვლავ კვნესის ამ ბნელი ღამით.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი