↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი #69

ზოიძე შოთა

2026-07-181 წთ საკითხავი2063 ნახვა

—
სოფოს
ამ სონეტს ვუძღვნი პაწაწინა სოფიკოს ჩემსასჩემი სიცოცხლის გაგრძელებას, ჩემი ცის გახსნას,ჩემი ცხოვრების გაკვეთილის ფრიადზე ახსნას,სვეტიცხოვლის უმაღლეს და უწმინდეს ფრესკას.
მოსარკულ ცაზე ლილისფერი ჩიტების ფრენას,ასე მგონია, დედაჩემის ჩაუდგა სულიღმერთმა და მერე გაუღიმა მის ნათელ სურვილს,რომ სოფიკომაც მერცხალივით აიდგას ენა.
ჩიტო-ჩიორა შენს პირსა და ნისკარტს შაქარი,აქა ვართ ყველა, დედაჩემის სულიც აქ არის,მისი ლოცვბი, მისი კალთა გვფარავს და ხარობს.
წავიდა დედა - გულთან ახლოს მოვიდა მიწა,მოვიდა სოფო - დედაჩემის ხატება ვიცან,ჩემი მუდმივი სიხარული და საწუხარი.

ზოიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი